En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
კორპორატიული ხედვა

"რუსთავის მეტალურგიული ქარხნის" კორპორატიული ხედვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციის გამყარება, რასაც მაღალი ხარისხის  პროდუქციის წარმოებით გვსურს მივაღწიოთ. ამგვარად, შევიტანოთ წვლილი ქვეყნის ჩვენი ინდუსტრიულ განვიტარებაში. 

ფასეულობები

პროფესიონალიზმი

ჩვენი ქარხნის  წარმატებას გამოცდილი და კვალიფიციური  თანამშრომლების პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

მაღალი ხარისხი

ჩვენი საქმიანობის მთავარ პრინციპს წარმოადგენს მუდმივი სწრაფვა  უმაღლესი დონის სტანდარტებისკენ, რაც ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხში ვლინდება.

კლიენტზე ორიენტირებულობა

ჩვენ ყოველდღიურად ვითვალისწინებთ კლიენტების საჭიროებებს და უზრუნველვყოფთ პროდუქციის მომხმარებლისათვის დროულად მიწოდებას. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულოაა ჩვენი მომხმარებლების წარმატება.

ინოვაცია

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუდმივად ვნერგავთ  ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, იქნება ეს ახალი ტექნოლოგიების, ბიზნეს–პროცესების მართვა თუ ინოვაციური პროდუქტების წარმოება.

თანამშრომელთა უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და გარემოს დაცვა

ჩვენი   პრიორიტეტებიდან ერთ–ერთს  უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვა და  თანამშრომლთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს.  ჩვენი კომპანიის  ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა და მონაპოვარი ჩვენი თანამშრომლები არიან.

ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და ამიტომ, ჩვენს ქარხანაში მიმდინარე საწარმოო პროცესი ყოველთვის მიმდინარეობს  გარემოს დაცვის ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

გუნდური მუშაობა

ჩვენს ქარხანაში სამუშაო პროცესები გუნდური მუშაობის პრინციპით მიმდინარეობს.

თანამშრომელთა გუნდის კოორდინირებული მუშაობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს განმსაზღვრელ და აუცილებელ ფაქტორებს იმისათვის, რომ კომპანიამ მის მიერ დასახულ მიზნებს მიაღწიოს.