En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
ფაქტები და მონაცემები

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა თავისი  არსებობის მანძილზე მიღწეული   მაქსიმალური მწარმოებლურობის დროს წელიწადში აწარმოებდა შემდეგი რაოდენობის პროდუქციას:

  • 620 000 ტ. კოქსს
  • 1 200 000 ტ. აგლომერატს
  • 1 450 000 ტ. ფოლადს
  • 700 000 ტ. თუჯს
  • 500 000 ტ. უნაკერო მილებს
  • 130 000 ტ. ფურცლოვან ნაგლინს
  • 130 000 ტ. სორტულ ნაგლინს
  • 1 200 000 ტ. მილნამზადს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ძირითადი სიმძლავრეები იყო:

  • აგლოფაბრიკა ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 2.2  მლნ. ტონა.
  •  ბრძმედის ღუმელი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 0.725 მლნ. ტონა.
  • 2 საკოქსე ბატარეა ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 0.35 მლნ. ტონა.
  • 8 ცალი , თითოეული 200 ტონიანი,  მარტენის ღუმელი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.5 მლნ. ტონა.
  • დგანი "1000" (ბლუმინგი) ნომინალური წლიური მწარმოებლურობით 1.5 მლნ. ტონა.
  • "900/750" ნამზადის დგანი ნომინალური წლიური მწარმოებლურობით  1.0 მლნ. ტონა.
    • უნაკერო მილების დგანი "140" ნომინალური წლიური მწარმოებლურობით  120 ათასი ტონა წელიწადში.
    • უნაკერო მილების დგანი "400" ნომინალური წლიური მწარმოებლურობით  350 ათასი ტონა წელიწადში
  • ცივად ადიდვის მილების საამქრო  წლიური მწარმოებლურობით 50 ათასი ტონა.
  • არმატურის  „დგანი 320“ ნომინალური მწარმოებლურობით  160 ათასი ტონა წელიწადში.


ქარხნის წარმოების სიმძლავრეები დღეს

ფოლადსადნობი და სორტსაგლინი საამქრო:

ფოლადსადნობი კომპლექსის წარმადობა თვეში შეადგენს 10,000 ტონას.

მილსაგლინავი საამქრო:

„დგან 400“-ზე შესაძლებელია თვეში 5,000-8,000 ტონა უნაკერო მილების წარმოება.

საფასონო-სამსხმელო საამქრო:

საამქროში შესაძლებელია თვეში 1,000 ტონა თუჯის სხმულების წარმოება და 300-350 ტონა სილიკომანგანუმის წარმოება.

წიდასაყარი:

თვის განმავლობაში ქარხანა გადაამუშავებს დაახლოებით 130,000 ტონა წიდას, აქედან 100,000 ტონა-მარტენის, ხოლო 30,000 ტონა-ბრძმედის წიდას.