En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / ჩინური კომპანიების ვიზიტი საქართველოში

 

10 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ჩინური კომპანიების დელეგაცია კომპანია ორიენტალ პატრონის ხელმძღვანელობით. კომპანია ორიენტალ პატრონი ჰონგკონგში დაარსებული საფინანსო ჯგუფია. დელეგაციის წევრები ესტუმრნენ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას და განიხილეს საინვესტიციო პროექტები.  მხარეები სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებასა და ნოუ ჰაუს გაცვლაზე შეთანხმდენენ. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან თანამშრომლობაში კომპანიას დახმარებას გაეროს ფარგლებში შექმნილი სამხრეთ აზია, წყნარი ოკეანის ფინანსური ცენტრი უწევს.

დელეგაციის სხვა წევრებს შორის იყვნენ წარმომადგენლები ისეთი ჩინური კომპანიებიდან როგორიცაა: ჩინეთის უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კომპანიები Hebei Iron and Steel და Anyang Iron & Steel, სხვა წამყვანი ჩინური ფოლადის მწარმოებელი კომპანიები და საინჟინრო და სამშენებლო კომპანიები.

ჯოის ჯანი(სამხრეთ აზია წყნარი ოკეანის აუზის ფინანსური ცენტრის დირექტორი): სამხრეთ აზია წყნარი ოკეანის აუზის ფინანსური ცენტრი, რომლის სატაო ოფისიც ჰონკონგში მდებარეობს საქართველოს განვითარების დიდი პოტენციალის მქონე ქვეყნად განიხილავს. ადგილობრივი ფოლადის წარმოება ინდუსტრიული განვითარებისთვის უმთავრესი საფუძველია. გამომდინარე აქედან ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ამ ვიზიტს რათა მომხდარიყო ჩინური ფოლადის წარმოების გამოცდილების, საერთაშორისო კაპიტალისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაკავშირება . ვიმედოვნებთ ეს შეხვედრა ყველა დაინტერესებული მხარისთვის სასარგებლო იქნება .

 ჯან ჯინი ( „ორიენტალ პატრონის“ ფინანსური ჯგუფის კერძო ინვესტირების დირექტორი): ორიენტალ პატრონი საქართველოს ინვესტიციების დასაბანდებლად კარგ კვეყნად მიიჩნევს, ჩვენ გაგიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ვიმედოვნებთ რომ გავზრდით წარმოებას და ჩამოვიტანთ ახალ ტექნოლოგიებს , ჩვენ ასევე მოვიტანთ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის პრაქტიკას.

ტომას ბლეიქი (შპს „რუსთავის ფოლადის“ დირექტორი): ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, საქართველოში მეტალურგია შესაძლოა დიდი მოცულობის არ იყოს მაგრამ , მიუხედავად ამისა ჩინურ კომპანიას საქართველოში საინვესტიციო პროექტების შესწავლის უზარმაზარი ინტერესი აქვს. შესაძლოა ერთობლივი საწარმოს შექმნაც ჩვენი ქარხნის განსავითარებლად, ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს და დიდი ოპტიმიზმით ველით თანამშრომლობას ჩინეთიდან, რადგან შეიძლება ველოდოთ არა მხოლოდ ფინანსურ ინვესტიციას , არამედ მათ უზარმაზარი გამოცდილებაც აქვთ . ვიმედოვნებთ რომ მათი გამოცდილება , კაპიტალი და კომერციული თანამშრომლობა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის განვითარების საფუძველი გახდება.“