En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / დიპლომატიური კორპუსის ვიზიტი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

 

2 აპრილს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები  ესტუმრნენ. სტუმრებს შორის იყვნენ ელჩები, კონსულები და ეკონომ ატაშები ევროკავშირის  9 ქვეყნიდან. შეხვედრა მეტალურგიული ქარხნისა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით შედგა.

დიპლომატები შეხვდნენ ქარხნის დირექტორს და მის მენეჯმენტს და მათგან პირადად მოისმინეს ქარხნის საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია და მეტალურგიული ქარხნის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. სტუმრებმა ქარხნის თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს  ქარხნის სხვადასხვა საამქროები. ფოლადსადნობ საამქროში დაესწრნენ ფოლადის დნობისა და კვადრატული ნამზადის ჩამოსხმის პროცესს. ასევე მოინახულეს სორტსაგლინი საამქრო და დაესწრნენ არმატურის წარმოების პროცესს.

დიპლომატებმა ქარხნის მენეჯმენტთან აგრეთვე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში ქარხანაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე.