En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / გარემოს დაცვის მსოფლიო დღე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ  წელს 5 ივნისს   მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

მთელს მსოფლიოსთან ერთად გარემოს დაცვის მსოფლიო  დღეს  აღნიშნავს რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც.  ამ დღეს ქარხნის ტერიტორიაზე ჩატარდა სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელშიც უშუალო მონაწილეობას იღებდნენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ყველა საამქროს თანამშრომლები.  ღონისძიების მონაწილეები შეიკრიბნენ  საამქროების  მიმდებარე ტერიტორიაზე  და დაასუფთავეს ტერიტორია.

როგორც ცნობილია, 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავდა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა  უერთდება  გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, და აქტიურად  ზრუნავს  გარემოს  დაცვა , შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.