En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაჯილდოვდა 2013 წლის საუკეთესო ქართული კომპანიების დაჯილდოებაზე

22 ოქტომბერს ,ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში გაიმართა  XV ტრადიციული  ბიზნეს რეიტინგში გამარჯვებულ  კომპანიათა დაჯილდოების საიუბილეო ცერემონიალი. ცერემონია ჩატარდა მედი ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ და  საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია Gorbi–ის ორგანიზებით. ტრადიციულ XV ბიზნესრეიტინგის საზეიმო  ღონისძიებას ესწრებოდნენ  ხელისუფლების  წევრები, საეკლესიო პირები, ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ინტელიგენციის, საქართველოში აკრედიტირებული მისიებისა და  ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და უცხოური მასმედია.
2013 წლის საუკეთესო კომპანიებს შორის, გამარჯვებულად გამოვლინდა რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც და მიიღო ჯილდო შემდეგ ნომინაციებში: ახალი ტექნოლოგიები, ახალი სამუშაო ადგილები, პოტენციური საინვესტიციო მიმზიდველობა. ბიზნესრეიტინგის ორგანიზატორებმა სპეციალური ჯილდო და სერთიფიკატი გადასცეს ქარხნის დირექტორს ბ-ნ ფარუქ სიდიკს. 

ფარუქ სიდიკი: რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სახელით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებსა და ბიზნესრეიტინგში მონაწილე ექსპერტებს . ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჯილდო. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გახდა 2013 წლის საუკეთესო ორგანიზაცია ახალი ტექნოლოგიების , ახალი სამუშაო ადგილებისა და პოტენციური საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. ეს ძალიან საამაყო არის ჩვენი ქარხნისთვის. ქარხანა აწარმოებს ფოლადის პროდუქციას როგორიცაა არმატურა, უნაკერო მილები, კვადრატული ნამზადი და ფოლადის სხვა პროდუქციას. ქარხანა მასშტაბური რეკონსტრუქციისა და განვითარების გზით აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქციას როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის.   რუსთავის მეტალურგიული ქარხნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამოცდილი კადრების ხელშეწყობით ახალგაზრდა კადრების მომზადება. თანამშრომელთა რიცხვი ბოლო 2 წლის განმავლობაში 1700 თანამშრომლიდან 2100 თანამშრომლამდე გაიზარდა და წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად იგეგმება ახალი კადრების აყვანაც. ჩვენ ვემზადებით მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, რომლის მეშვეობითაც კომპანია გახდება მთავარი დამსაქმებელი  ქვეყანაში.”

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებსა და ბიზნესრეიტინგში მონაწილე ექსპერტებს. ჩვენ მივესალმებით მსგავს პროექტებს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებას.