En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რკინის მადნის მე-19 საერთაშორისო სიმპოზიუმზე

 

9-11 ივნისს ქ. მიუნჰენში, Leonardo Royal Hotel-ში, რკინის მადნის მე-19 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა.

უკანასკნელი წლების მანძილზე, რკინის მადნის ბაზარზე ფასების ხშირმა ცვალებადობამ გადააჭარბა მოსალოდნელ დონეს. ევროპის ფოლადის წარმოების სექტორის მხრიდან  გაუწონასწორებელი მოთხოვნისა და ჩინეთის ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამ, გამოიწვია სერიოზული საშიშროებები სექტორში, რაც აუცილებლად საჭიროებს პრობლემების დროულ განხილვას და მის ეფექტურ გადაჭრას.

სწორედ ინდუსტრიისათვის ასეთ კრიტიკულ მომენტში ჩატარდა რკინის მადნის მე-19 საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელმაც თავი მოუყარა ინდუსტრიის ლიდერებს. სიმპოზიუმზე ყურადღება იყო გამახვილებული ინდუსტრიის გაძლიერებაზე და დამსწრე საზოგადოებას შორის სხვადასხვა აზრების, შეხედულებების და დამოკიდებულების  გაზიარებაზე. ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ ისეთი კომპანიების ხელმძღვანელი პირები როგორიცაა: Raw Materials Group, Metalloinvest, Swiss Marine, Macquarie, CLSA, CME  და მრავალი სხვა. მონაწილე კომპანიებს შორის იყო შპს „რუსთავის ფოლადიც“.

კონფერენციაზე  განიხილეს შემდეგი  მნიშვნელოვანი საკითხები: 

  • შესაძლებლებელია თუ არა რომ ინდოეთი გახდეს რკინის მადნის იმპორტიორი მომავალში
  • ევროპის ფოლადის წარმოების მომავალი - გამოწვევები და შესაძლებლობები,
  • ფასების შესაძლო ცვალებადობა
  • მოთხოვნა/მიწოდების რეგულირება
  • ახალი საბადოები და მათი განვითარების სტრატეგია რთულ ეკონომიკურ პირობებში
  • ჩინეთის ბაზარი - ადგილობრივი წარმოების პერსპექტივები
  • ფოლადის წარმოების პერსპექტივები
  • ფოლადის მწარმოებლების მოთხოვნები რკინის მადნის მომპოვებლების მიმართ
  • გადაზიდვების ბაზრის პერსპექტივები და მისი გავლენა რკინის მადნის ინდუსტრიაზე