En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / საერთაშორისო კონფერენცია “ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სერგო  მაზმიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში".

კონფერენცია მიზნად ისახავდა, მეტალურგიაში თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციების გაცნობა-დანერგვას, ქართველ მეცნიერთა უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო კონტაქტების აღდგენა-დამყარებას.

კონფერენციის სამუშაო თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ნანოტექნოლოგიები მეტალურგიასა და ქიმიაში; შავი ლითონების მეტალურგია; ფერადი ლითონების მეტალურგია; შედუღება; ლითონმცოდნეობა; ლითონების თერმული და წნევითი დამუშავება; სამსხმელო წარმოება; პრეციზიული და კომპოზიციური მასალები; ფიზიკური ქიმია მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში.

კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და დარგის სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან, კერძოდ: უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბრაზილიიდან.

მონაწილეებს შორის იყვნენ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის წარმომადგენლებიც, რომლებმაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს საკონფერენციო სხდომებში.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მადლობას უხდის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორებს თანამშრომლობისთვის.