En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხანა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმზე

 

2014 წლის 20 სექტემბერს, საგამოფენო ცენტრ "ექსპო - ჯორჯიაში"  გაიმართა ერთდღიანი დასაქმების ფორუმი, რომელზეც 180-ზე მეტი ორგანიზაცია სამუშაოს მაძიებლებს ვაკანტურ ადგილებს სთავაზობდა. 

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ - სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელი დამსაქმებლები, უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლები, პროფკავშირები, საერთაშორისო ორგანიზაციები.

დამსაქმებელ კომპანიებს შორის იყო რუსთავის მეტალურგიული ქარხანაც. ფორუმის ფარგლებში ჩვენი წარმომადგენლები გაესაუბრნენ  250 მდე დასაქმების მსურველს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააპლიკაციო ფორმების გადარჩევა და უახლოეს პერიოდში დავუკავშირდებით შერჩეულ კანდიდატებს,  რაც შეეხება დარჩენილ დასაქმების მსურველებს, მათი ინფორმაცია შეინახება ორგანიზაციის ერთიან ბაზაში და ვაკანსიის გამოთავისუფლების თანავე მოხდება მათთან დაკავშირება. 

დასაქმების ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტო.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა მადლობას უხდის ორგანიზატორებს და მზად არის მომავალშიც აქტიური მონაწილეობა მიიღოს მსგავს ფორუმებში .