En   Ge
2023 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სტუმრები ტეხასის შტატიდან

24 ოქტომბერს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას სტუმრად ეწვივნენ Huston Tillotson University-ის წარმომადგენლები ტეხასის შტატიდან Brian Gillikin -ი რომელიც იყო მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქალაქ რუსთავში, Dr. Jeff Willson პროფესორი-ი გარემოს დაცვის საკითხებში და ასევე დეკანი Huston Tilloston University-ში, Clara Benson - ლექტორი და ცნობილი მწერალი.

სტუმრები თავიანთ უნივერსიტეტში მუშაობენ კვლევაზე და აღნიშნული კვლევის ფარგლებში იკვლევენ  საბჭოთა პერიოდში აშენებული  საწარმოების თანამედროვე მნიშვნელობას, რომლებიც დღესაც წარმატებით აგრძელებენ ფუნქციონირებას.

სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ფოლადსადნობი საამქრო, სადაც დაესწრნენ ფოლადის დნობისა და კვადრატული ნამზადის წარმოების პროცესს. აგრეთვე, ესტუმრნენ სორტულ საამქროს და დაათვალიერეს არმატურის წარმოება.