En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / რუსთავქალაქობისთვის ჩამოსული უცხოელი დიპლომატები რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ესტუმრნენ

19 ოქტომბერს  რუსთავქალაქობის ღონისძიების ფარგლებში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ესტუმრნენ ქ. რუსთავის მერიის წარმომადგებლები და მათი უცხოელი სტუმრები მეგობარი ქვეყნების საკრებულოებიდან და დიპლომატიური კორპუსიდან.

ლატვიის, პოლონეთის, აზერბაიჯანის და სხვა მეგობარი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და რუსთავის მერიის წევრებმა მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებთან ერთად მოინახულეს  ქარხნის სხვადასხვა საამქროები. ფოლადსადნობ საამქროში დაესწრნენ ფოლადის დნობისა და კვადრატული ნამზადის ჩამოსხმის პროცესს.

უცხოელმა სტუმრები მოინახულეს სორტსაგლინი საამქროც და დაესწრნენ არმატურის წარმოების პროცესს. ქარხანა ქართული არმატურის ბაზრის 25% ფლობს, გეგმავს წილის გაზრდას ადგილობრივ ბაზარზე მომავალში და ასევე წარმატებით ახორციელებს არმატურის ექსპორტს მეზობელ აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში.