En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / სკოლა „სადუნი” სტუმრად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

19 ნოემბერს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ესტუმრნენ სკოლა „სადუნის“ მე-9 კლასის მოსწავლეები , სკოლის მასწავლებლებთან ერთად.

მოსწავლეებმა მოინახულეს ქარხნის ფოლადსადნობი საამქრო, სადაც დაესწრნენ ფოლადის დნობის და კვადრატული ნამზადის წარმოების პროცესს. აგრეთვე, ესტუმრნენ სორტულ საამქროს და გაეცნენ არმატურის წარმოების პროცესს.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ზრუნავს მძიმე მრეწველობის, როგორც დარგის განვითარებაზე  ახალგაზრდა თაობაში და მიესალმება მსგავს აქტივობებს რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის განვითარებას საქართველოში.