En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
სიახლეები / შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები სტუმრად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში

2014 წლის 26 სექტემბერს, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ესტუმრნენ შვეიცარიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. შვეიცარიელი სტუდენტები   საქართველოში  სტუმრად  იმყოფებოდნენ ,,ახალგაზრდა  ჰიდროტექნიკოს  ინჟინერთა  ასოციაციაში"  და ამ ვიზიტის ფარგლებში მათ მოინახულეს საქართველოში არსებული საწარმოები, მათ შორის ეწვივნენ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას.

სტუმრებმა მოინახულეს ქარხნის ფოლადსადნობი საამქრო, სადაც დაესწრნენ ფოლადის დნობის და კვადრატული ნამზადის წარმოების პროცესს. აგრეთვე, ესტუმრნენ სორტულ საამქროს და დაათვალიერეს არმატურის წარმოება.