En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
მექანიკური საამქრო

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მექანიკურ საამქროში  სხვადასხვა სახის მექანიკური დეტალები მზადდება. მექანიკური დეტალები იწარმოება როგორც ქარხნის შიდა მოხმარებისათვის,   ასევე სრულდება ქართული და უცხოური ორგანიზაციების მსხვილი დაკვეთები.

მექანიკურ საამქროში  მოქმედებს სამჭედლო უბანი,  სადაც შესაძლებელია დამზადდეს 50მმ-დან 600 მმ–მდე  დიამეტრის მქონე ფოლადის ნაჭედი (ნამზადი), რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების დეტალების დასამზადებლად.

გარდა ამისა, მექანიკურ საამქროში შესაძლებელია შემდეგი სახის მექანიკური დეტალების დამზადება:

  • საკარუსელო დაზგებზე შესაძლებელია დამუშავდეს 1000 მმ–დან 5000 მმ–მდე დიამეტრის და 1,5 მ სიმაღლის დეტალები.
  • ფოლადის ნამზადიდან კბილანების, ქუროების, ცილინდრების, ჭია კბილანების და სხვა დეტალების დამზადება.
  • დიდი გაბარიტის დაზგებზე მუშავდება 100 მმ–დან 650 მმ–მდე დიამეტრის და 10 მეტრი სიგრძის ღერძები და ლილვები.
  • კბილ საჭრელ ჩარხებზე 4 მოდულიდან 28 მოდულამდე 4 მ დიამეტრის გარე მოდების კბილანების მოჭრა. ასევე შიდა მოდების კბილანები 2 მოდულიდან 10 მოდულამდე და სპირალური კბილანები 3 მოდულიდან 12 მოდულამდე.
  • მექანიკურ საამქროში არსებული საფრეზი, სარანდი, სატეხი, შიგმჩარხი და საბურღი ჩარხების საშუალებით მზადდება სხვადასხვა ზომის ქუროები, კბილანები, ხიდური ამწის სავალი ბორბლების რედუქტორების კორპუსები, ღერძები, ლილვები და სხვადასხვა ზომისა და წონის დეტალები.