En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქრო

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში  ფუნქციონირებს წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქრო,  რომელიც ასეულ ჰექტარზე გადაჭიმული წიდასაყარის ბაზაზე მდებარეობს. ამჟამად წიდასაყარზე არსებული ჯართისა და წიდის რაოდენობა  8 მლნ. ტონას შეადგენს.

ქარხნის წიდასაყარზე მოთავსებულია მარტენისა და ბრძმედის წიდა. მარტენისა და ბრძმედის წიდის მაგნიტური სეპარაციის გზით გამოიყოფა ლითონური მასები, რომელთა შემადგენლობაშიც რკინის შემცველობა 70%-მდეა და ეს მასები აქტიურად გამოიყენება ფოლადის დნობაში.

მარტენის წიდა აქტიურად გამოიყენება გზების მშენებლობაში. ბრძმედის პირველი ხარისხის წიდას იყენებენ სამშენებლო ბლოკების დასამზადებლად, კლინკერის წარმოებაში და ასევე, მშენებლობის პროცესში სხვადასხვა დანიშნულებით, ხოლო მეორე ხარისხის გრანულირებული წიდა გამოიყენება ცემენტის წარმოებაში.

უფრო დეტალურად თუ  განვიხილავთ, ქარხანა თავის მომხმარებლებს  შემდეგი სახეობის წიდას სთავაზობს:

  1. ბრძმედის II ფრაქცია 10-40მმ
  2. მარტენის მაგნიტური ფრაქცია 0-8მმ
  3. მარტენის მაგნიტური ფრაქცია 0-16მმ
  4. მარტენის მაგნიტური ფრაქცია 16-60მმ
  5. ნაცარი

სრული თვის განმავლობაში ქარხანა დაახლოებით 100,000 ტონა წიდას გადაამუშავებს.