En   Ge
2024 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
ფოლადსადნობი საამქრო

„რუსთავის მეტალურგიული ქარხნის“ ფოლადსადნობ საამქროში  მიმდინარეობს 100X100მმ ზომის დაბალნახშირბადიანი ფოლადის კვადრატული ნამზადის ჩამოსხმა.   ფოლადის ნამზადისაგან შემდგომში სორტული გლინვის საამქროში  იწარმოება 8-32მმ დიამეტრის, A500 C, B500 B, B500 C  და A400 C კლასის,  თერმოგამტკიცებული ფოლადის სამშენებლო არმატურა.

ფოლადსადნობი კომპლექსი ასევე, მოიცავს შემდეგი ტიპის სამუშაო უბნებს:

  • 2 ცალი 15 ტონიანი რკალური ღუმელი
  • ორი საკაზმე ეზო - ჯართის მომზადების უბნები თითოეული ღუმელისთვის
  • ორი ციცხვ ღუმელი
  • ორხაზიანი უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარი
  • დამხმარე უბნები: წიდის ციცხვების გამობერტყვა და კვადრატული ნამზადის საწყობი.
  • საამქროს ემსახურება 14 ხიდური ამწე.