En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
მილსაგლინავი საამქრო / მილასგლინი აგრეგატი „400“

„მილსაგლინავი  დგანი  400“ 1953 წლის 25 დეკემბერს ამუშავდა და იგი წარმოადგენს ერთ-ერთ მძლავრ დგანს მთელს ევროპაში, რომელიც უნაკერო მილების დამზადებისათვის გამოიყენება.

ამ აგრეგატის მეშვეობით მზადდება  ნავთობსარეწებისთვის საჭირო ე.წ. სამაგრი მილები, ასევე, საერთო დანიშნულებისა და მანქანათმშენებელ წარმოებაში გამოსაყენებელი მილები.

აღნიშნული აგრეგატი   ძირითადი და დამხმარე განყოფილებებისგან შედგება. მის ძირითად განყოფილებებს მიეკუთვნებიან:

  • რგოლური ღუმელი
  • N1 და N2 განმაღრუებელი დგანი
  • ავტომატური დგანი
  • შემოგლინვის დგანი
  • დამკალიბრებელი  შვიდგალიანი დგანი
  • მასწორი მანქანები