რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საფასონო-სამსხმელო საამქროში ფუნქციონირებს 15 ტონიანი მადანაღმდგენელი ელექტრორკალური ღუმელი, რომელიც სახელმწიფოთაშორისი სტანდარტების ГОСТ 4756 და ГОСТ 1415 შესაბამისად აწარმოებს ფეროშენადნობებს, კერძოდ კი, სილიკომანგანუმს.