En   Ge
2017 წლის მიმდინარე ფოლადის წარმოება (ტონა)
ლაბორატორია

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ცენტრალურ ლაბორატორიაში ხორციელდება ყველა ის ანალიზი და გამოკვლევა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთან გაგზავნილი პროდუქციის სრულ შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან. ცენტრალური ლაბორატორიის აღჭურვილობა და პერსონალის პროფესიონალიზმი იძლება შესაძლებლობას ჩავატაროთ შემდეგი სახის გამოცდები:

1. მექანიკური თვისებების განსაზღვრა.

1.1.   ლითონის ტესტირება გაწყვეტაზე. მოწყობილობა: ტაივანის წარმოების 100 ტონიანი სიმძლავრის კომპიუტერიზირებული უნივერსალური მანქანა, რუსეთის წარმოების 10 ტონიანი სიმძლავრის მანქანა.
1.2.   ლითონის დარტყმითი სიბლანტის განსაზღვრა (შარპის ტესტირება). მოწყობილობა: რუსული წარმოების მანქანა მარკა МК – 30.
1.3.    ლითონის სისალის განსაზღვრა როკველის და ბრინელის მეთოდებით.

2. ქიმიური ანალიზი.

2.1.   ფოლადის სრული ქიმიური ანალიზი. მოწყობილობა: შვეიცარიის წარმოების ARL ტიპის სპექტრომეტრი QuantoDesk და ARL 3460  უახლესი სპექტრომეტრი.
2.2.   თუჯის ქიმიური ანალიზი კლასიკური მეთოდით.
2.3.   ფეროშენადნობების ქიმიური ანალიზი კლასიკური მეთოდით.
2.4.   სპექტრული ანალიზი ყველა სახის ფეროშენადნობების, მათი მადნების და წიდების ჩათვლით. მოწყობილობა: გერმანული წარმოების ლაზერული მიკროსპექტროანალიზატორი ELEMA – 10.

3. ფოლადის და თუჯის მეტალოგრაფია.

3.1.   მაკროსტრუქტურული ანალიზი.
3.2.   მიკროსტრუქტურული ანალიზი. მოწყობილობა: გერმანული წარმოების მიკროსკოპი NEOFOT.