რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დანერგილია და მოქმედებს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების ISO 9001 და API Spec Q1 მოთხოვნების გათვალისწინებით. ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისობა და ეფექტურობა დადასტურებულია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის სტრატეგია, ხარისხის მართვის კუთხით, ორიენტირებულია მომხმარებლების მოთხოვნების შესრულებაზე, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფაზე და ჩვენი პროდუქციის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაზე, რაც დადგენილი მოთხოვნების მკაცრი დაცვის გზით მიიღწევა. ხარისხის მართვის სისტემის ძირითადი ამოცანებია არსებული მოთხოვნების დაცვა და წარმოების მუდმივი გაუმჯობესება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს კონკურენტუნარიანი პროდუქციით წარვდგეთ თანამედროვე ბაზარზე.
ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალ ხარისხს შემდეგ ფაქტორთა ერთობლიობა განაპირობებს:
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია - პროდუქციის შემოწმება და კონტროლი ხორციელდება თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიაში, სადაც დგინდება პროდუქციის თვისებები და სხვა მახასიათებლები.